წელს საქართველო ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გაიტანს. ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ ექსპორტის მაღალი ტემპი აგვისტოშიც შენარჩუნდება. სამინისტრომ 24 აგვისტოს ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი განაახლა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ აგვისტოში უცხოეთში 160 მლნ კვტ.სთ-ს ელექტროენერგია გაიყიდება. წლიურად კი, ექსპორტზე 897,8 მლნ კვტ გავა, რაც წინა პროგნოზს 15%-ით აღემატება.
ექსპორტი მაისიდან დაიწყო. საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად თურქეთში ხორციელდება. ელექტროენერგიის ექსპორტით საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებველი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო. შედეგად, ელექტროენეგია საექსპორტო კალათის ათეულში მე-7 ადგილზეა.
ელექტროენერგიის ექსპორტი:
მაისი – 269,4 მლნ კვტ.სთ ივნისი 351,2 მლნ კვტ.სთ ივლისი 114,5 მლნ კვტ.სთ აგვისტო ( პროგნოზი) – 160,0 მლნ.კვტ.სთ.
საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…